მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2010-12-31
აქა ამბავი გერმანელი მარკის გარაჭველებისა

ამას წინათ ონის რაიონში გახლდით მივლინებით. გავაშელების ოჯახმა მიმასპინძლა. ქალბატონი ინეზა მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორია, ბატონი ავთანდილი ფართო დიაპაზონის ხელოვანი გახლავთ - 42 წელიწადია, ონის სახალხო თეატრის მსახიობი ანსამბლ "რაჭის" სოლისტია.
საღამოობით, საქმეს რომ მოვრჩებოდით, მოგუგუნე ღუმელთან ვიყრიდით თავს. ერთხელ, საოჯახო ალბომს რომ ვათვალიერებდი, ჩემი ყურადღება უცხოენოვანმა ბარათმა მიიპყრო, რომელიც 1991 წლითაა დათარიღებული. ხელს ჰანს შულცი აწერს. ოჯახის დიასახლისმა მითარგმნა წერილი: "ძალიან მინდა და ვალდებულიც ვარ, პირადად გავიცნო და მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც შვილი დამიბრუნეს, მაგრამ 82 წლისას ექიმები თვითმფრინავით მგზავრობას მიკრძალავენ. ამიტომ იძულებული ვარ, სიკეთისთვის მადლობა ამ მომცრო ბარათის მეშვეობით გადაგიხადოთ". მეტს არაფერს იტყობინება მხცოვანი ალემანი. საქმის არსში ქალბატონმა ინეზამ გაგვარკვია: რაჭაში 1991 წლის მიწისძვრის შემდეგ ონელთა დასახმარებლად გერმანიიდან ჩამოვიდა თავისუფალი ცხოვრების შემსწავლელი ორგანიზაცია ჰუმანიტარული დახმარებით. ჯგუფს ჩამოჰყვა ახალგაზრდა კაცი მარკ შულცი, რომელიც ორი თვის განმავლობაში ჩვენს ოჯახში ცხოვრობდა. სუფრასთან თავიდან მორცხვობდა, მერე გაგვიშინაურდა. ერთხელ ავთომ რომ უთხრა, ჩემს ძმასთან წავიდეთ საქეიფოდო, გაიკვირვა, კი მაგრამ, რომ არ დაგვირეკავს და არ გაგვიფრთხილებიაო?! თანდათან შეეჩვია ქართულ ადათ-წესებს. თავიდან რომ არ სვამდა, ერთი თვის შემდეგ მშობლების სადღეგრძელოებისას სხვებს ასწრებდა ჭიქების შევსებას და ფეხზე წამოდგომას. თბილისში შვილების სანახავად რომ დავაპირე წასვლა, მარკს ვუთხარი, საჭმელს დედაჩემი მოგიმზადებთ-მეთქი. მერედა, თანახმა იქნებაო, მკითხა. თვალებს არ დაუჯერა, საღამოს დედა რომ გვესტუმრა.
ორი თვის შემდეგ მარკი სამშობლოში გაემგზავრა. ახალი წასული იყო, ეს წერილი რომ მივიღეთ. მართალი გითხრათ, მისი არსი ბოლომდე ჩვენც ვერ გავიგეთ. ის ვიცოდით მხოლოდ, რომ მარკს მილიონერი მამა ჰყავდა. რამდენიმე თვის შემდეგ იგი ისევ გვესტუმრა. კვლავ ჩვენთან დარჩა. მამის წერილი რომ ვაჩვენეთ, გაეღიმა: საქართველოში ჩამოსვლამდე 12 წელიწადი ვიყავი ოჯახიდან წამოსული - მამაჩემს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო დავშორდი. ამ ხნის განმავლობაში ერთმანეთი ტელეფონითაც არ მოგვიკითხავს. თქვენთან დედ-მამის მიმართ იმდენი სითბო და სიყვარული ვიგრძენი, რომ სხვაგვარად არ შემეძლო - გერმანიაში დაბრუნებისთანავე მშობლებს ვეახლე, ბოდიში მოვუხადე და ოჯახს დავუბრუნდი. ყველაფერს გავაკეთებ, მშობლებთან ისეთი თბილი ურთიერთობა მქონდეს, როგორიც ქართველებს გაქვთ. რამდენჯერმე ვიყავით გერმანიაში, შულცებსაც ვესტუმრეთ. მარკმა პირობა შეასრულა...
ვფიქრობ, ამ ფაქტს კომენტარი არ სჭირდება.
ქალბატონო ინეზა და ბატონო ავთო! ახალ წელს გილოცავთ.
კვლავაც გეთესოთ სიკეთე აწ და მარადის!









ავტორი:  ვაჟა დანელია


კალენდარი
 
 
მაისი  2010
 
 
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი