მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2010-12-31
თამარ-ქალი და თოვლის პაპა

დეკემბრის ბოლო დღე იწურებოდა, რამდენიმე საათში ახალი წელი მოგვიკაკუნებდა კარზე.
ყველა ბავშვი მოუთმენლად ელის ახალი წლის დადგომას, ვინაიდან სჯერა, რომ თეთრწვერა თოვლის პაპა ნაირ-ნაირ საჩუქარს ჩამოურიგებს.
ჯერ არ დაღამებულიყო, მაგრამ ჩემი ექვსი წლის შვილიშვილი თამარი, მოუთმენლად ცმუტავდა, რადგან უკვე იცოდა, რომ ახალ წელს თოვლის პაპა საჩუქარს აუცილებლად მოუტანდა.
ჩემი გულის გული წამდაუწუმ მეკითხებოდა:
- პაპლი, - ასე მომმართავდა მოფერებით, როცა ჩემთვის რამე უნდა ეთხოვა, ან ეკითხა. - თოვლის პაპა მალე მოვა.
- თორმეტ საათზე, ჩემო სიხარულო!
- როდის იქნება თორმეტი საათი.
- როცა საათის დიდი და პატარა ისრები შუაღამისას ერთმანეთს ჩაეხუტებიან.
- როგორ. - ვერ მიმიხვდა შვილიშვილი.
- აი, ასე: - ჩემს საწოლთან მდგარი მაგიდიდან პატარა მაღვიძარა ავიღე და რადგან ჯერ ოთხი საათი იყო, დროის მაჩვენებელი ისრები თორმეტ რიცხვთან ერთმანეთს შევუერთე.
- უჰ, რა შორს ყოფილა ახალი წელი... - ამოიოხრა თამარმა და ხატვა დაიწყო, მე კი, მეუღლეს შევეშველე გოზინაყისთვის ნიგვზის დაჭრაში.
ცოტა ხნის შემდეგ, თამარი სამზარეულოში გამოცუნცულდა, ბებიას და მე ლოყაზე გვაკოცა, ბებოს გაწვდილი ნიგვზის მსხვილი, თეთრი ლებანი პირისკენ გააქანა და მკითხა:
- თოვლის პაპა მანქანით უნდა მოვიდეს.
- ჯერ თვითმფრინავით, მერე მანქანით, ბოლოს კი - ფეხით.
- როგორ.
- როგორ და... - და რადგან სამზარეულოში თვითმფრინავის ხმა შემომესმა, შვილიშვილი ხელში ავიყვანე, აივნის კარი გამოვაღე და მოსარკულ ცაში მოგუგუნე ხომალდი დავანახვე, რომელიც თეთრ კვალს ტოვებდა. - ხედავ, თვითმფრინავს.
- იმ თით...ფრინავში ზის თოვლის პაპა.
- გამოიცანი!
- სად მიფრინავს.
- ჩვენთან, საქართველოში მოფრინავს. ჯერ სხვა ბავშვებს დაურიგებს საჩუქრებს; მერე, რა თქმა უნდა, შენთანაც მობრძანდება...
თამარისთვის ნელა გადიოდა დრო, ჩვენ კი - ძლივს ვასწრებდით საახალწლო ნუგბარი საჭმელების მომზადებას.
- პაპლი, რა საჩუქარს მომიტანს თოვლის პაპა. - ტკბილი ხმით მეკითხება კუდრაჭა.
- არ ვიცი, - ვუპასუხე გულწრფელად. - მას ხურჯინი ტკბილეულითა და სათამაშოებით აქვს სავსე, ჩაყოფს ხელს და რაც ამოჰყვება, შენი საჩუქარიც ის იქნება.
- ხურჯინი რა არის. - გაიკვირვა გოგონამ.
- ორი დიდი ჭრელი ჩანთაა, რომელსაც მხარზე გადაკიდებულს დაატარებს თეთრწვერა მოხუცი... ახლა ნაძვის ხესთან გაერთე, სანამ შენი დედიკო და მამიკო სამსახურიდან დაბრუნდებიან, ბებიამ და მე საახალწლო სუფრა უნდა გავშალოთ.
ბოლოს, როგორც იქნა, შესრულდა თამარისთვის ნანატრი 12 საათი. ყველა სუფრას შემოვუსხედით, გავაცილეთ ძველი და სავსე სასმისებით, ზეიმით, სიხარულით და იმედებით დავლოცეთ მობრძანებული ახალი წელი.
ყველამ მოვილხინეთ, სიმღერაც შემოვძახეთ, მხოლოდ თამარ-ქალი იყო მოწყენილი, მალიმალ კარებისკენ იყურებოდა, ალბათ პატარა გულში ფიქრობდა - თოვლის პაპას ნამდვილად დავავიწყდიო...
მივუხვდი ჩემს სალოცავს, რატომ იყო სევდიანი. შეუმჩნევლად ავდექი, ფრთხილად გავაღე სახლში შემოსასვლელი კარი და ელექტროზარს თითი დავაჭირე. თამარი წამოხტა სუფრიდან და კარებისკენ გამოიქცა აღტაცებული ძახილით - თოვლის პაპა მოვიდა, თოვლის პაპა მოვიდაო!.. მაგრამ მის მაგივრად, კართან, საჩუქრით ხელში, მე ვიდექი.
- მოვიდა, თოვლის პაპა?! - მღელვარე ხმით შემეკითხა შვილიშვილი.
- მოვიდა და წავიდა კიდეც! აი, ეს საჩუქარი გადმომცა, თამარს მიულოცე ახალი წელიო! - მივუგე მას და მუყაოს მოზრდილი, ლამაზი ყუთი გავუწოდე.
თამარმა ყუთი გულში ჩაიკრა, მერე დივანზე დადო, გახსნა და იქიდან, თეთრ კაბაში გამოწყობილი, ქერათმიანი, ცისფერთვალება, მზეთუნახავი ბარბი ამოიყვანა. ეს კიდევ, რაა - ჰოი, საოცრებავ! ყუთში ბარბისთვის სხვადასხვა ფორმის ფერად-ფერადი ათი კაბა იყო ჩაწყობილი.
შვილიშვილის სიხარულს, რომელიც უფროსებსაც გადმოგვედო, საზღვარი არ ჰქონდა! აღტაცებული ბავშვი ხან ერთ კაბაში გამოაწყობდა თოჯინას, ხან მეორეში...
ღამის ორი საათი იქნებოდა, როცა თამარ-ქალმა გულში ჩახუტებულ ბარბისთან ერთად მიიძინა...
მეორე დილით, პირველ იანვარს, ჩვენზე ადრე გაეღვიძა ცუგრუმელას. ერთხანს ბარბისთან თამაშით გული იჯერა, მერე კი, ცოტა არ იყოს, ნაღვლიანად მითხრა:
- პაპლი, როგორი იყო თოვლის პაპა, თეთრწვერა.
- მკერდამდე ჰქონდა წვერი და დიდი ხურჯინი ეკიდა მხარზე.
- სხვა ბავშვებიც დაასაჩუქრა.
- ყველა ბავშვი დედამიწაზე!
- ეჰ, როგორ მინდოდა დამენახა თოვლის პაპა!.. რატომ არ დამელოდა, როცა ზარი დარეკა.
- თამარ, მას ხომ სხვა ბავშვებიც მოუთმენლად ელოდნენ! როცა შენთვის საჩუქარი გადმომცა, სასწრაფოდ სხვა ბავშვებთან გაეშურა ახალი წლის მისალოცად. - ერთი წუთით მაინც შემეხედა თოვლის პაპასთვის... - გულდაწყვეტით ჩაილაპარაკა შვილიშვილმა.
ნელ-ნელა იწურებოდა ახალი წლის პირველი იანვარი. თამარი ვერ იქნა და ვერ მოხალისდა, თითქმის ყოველ საათში მეკითხებოდა, რატომ არ დამელოდა და არ მნახა თოვლის პაპამ, როცა ზარი დარეკაო. მე, საოჯახო საქმით გართულს, უნებურად, ხუმრობით წამომცდა:
- იმიტომ არ გნახა, რომ "ბოროტია" შენი თოვლის პაპა!...
ბავშვმა გაკვირვებით შემომხედა, სახე მოეღუშა, თვალები ცრემლით აევსო, ბარბისთან თამაში შეწყვიტა და ბებოს მიაშურა.
დაღლილი სავარძელში ჩავჯექი და ტელევიზორი ჩავრთე.
მესმოდა, სამზარეულოში მოფუსფუსე მეუღლეს როგორ ეკითხებოდა თამარი:
- ბებიკო, შეიძლება თოვლის პაპა ბოროტი იყოს.
- არა, ჩემო სიცოცხლევ! არავითარ შემთხვევაში! თოვლის პაპა ამქვეყნად ყველაზე კეთილია, ის ყველას პაპაა! ბავშვები უსაზღვროდ უყვარს და ყოველ ახალ წელს მათ საჩუქრებს ურიგებს!..
- აბა, პაპამ რომ მითხრა, თოვლის პაპა ბოროტიაო...
- გეხუმრა, თამარ! ხომ იცი, ხანდახან როგორი ხუმრობა იცის პაპამ!..
ბებოს სიტყვებმა თამარი დაამშვიდა, სიმღერა წამოიწყო და ისევ თოჯინის კაბებს მიუბრუნდა...
"როგორი სიფრთხილე და დაკვირვება გვმართებს უფროსებს ბავშვის აღზრდის დროს!" - გავიფიქრე და ჩემდა უნებურად, გამახსენდა პოეტ გიორგი კაჭახიძის ლექსის სტრიქონები:
"მრავალ საქვეყნოდ
წასაკითხავ წიგნზე ძნელია,
ყმაწვილის გულში მიმალული
ფიქრის წაკითხვა..."
სინდისმა უზომოდ შემაწუხა, ტელევიზორი გამოვრთე, გულში ჩავიკარი ჩემი საოცნებო შვილიშვილი და უტაქტო ხუმრობისთვის პატიება ვთხოვე.















ავტორი:  ლევან დათუკიშვილი


კალენდარი
 
 
ნოემბერი  2010
 
 
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი