მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2010-12-31
საშობაო "შატალო"

სუპერლიგის | წრის გამარჯვებული უმაღლესი ლიგის დებიუტანტი "არმია" გახდა, რომელმაც "ქუთაისთან" სასტარტო შეხვედრის დათმობის შემდეგ ზედიზედ ცხრა ბრძოლა მოიგო და თავდაცვის სამინისტროს მესვეურთა ზრუნვა წამყვან პოზიციაზე დამკვიდრებით აღნიშნა.
ლევან მოსეშვილის შეგირდთა უკანასკნელი მსხვერპლი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი "ენერჯი ინვესტი" გახდა - 68:60, რუსთავში მატჩის მოგება კი, მოგეხსენებათ, ურთულესი საქმეა და სტუმართა ამბიციების საფუძვლიანობაზე მეტყველებს. სიმბოლურია, რომ ლიდერის მონაგარის ზუსტად ნახევარი - 17-17 ქულა ქვემოქართლელთა ყოფილმა "ყოჩებმა" ბაბიაშვილმა და ტუღუშმა მიითვალეს.
ტრადიციისამებრ, წინასაახალწლო პერიოდმა მატჩების შედეგებზეც იქონია გავლენა. ეს განსაკუთრებით "სოხუმისა" და შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდის დუელზე ითქმის, რადგან ზღვისპირელთა ლეგიონერები მაქქერი და ბალოჩკა საშობაო არდადეგებზე სამშობლოში - შესაბამისად აშშ-ში და ლიტვაში გაემგზავრნენ, მათ გარეშე კი ვაჟა კვარაცხელიას კრებულს სრულფასოვანი სათადარიგოთა სკამის დაუძლეველი წინაღობა შეექმნა - 80:87. ყველაზე შედეგიანები: მარკოიშვილი - 23 ქულა (შსს); ფარღალავა - 31 ქულა ("სოხუმი").
X ტურში საკადრო პრობლემამ თსუ-ც დააზარალა, თუმცა ამ შემთხვევაში დამდეგი დღესასწაული არაფერ შუაშია - სტუდენტთა ძირითადმა ცენტრმა მათიაშვილმა ხელის ტრავმის გამო ვერ შეძლო პარტნიორთა დახმარება, მის არყოფნაში კი ფარქვეშ ქუთათურთა გიგანტებმა კოღუაშვილმა (20 ქულა) და ბოლქვაძემ (18 ქულა) გაილაღეს - 86:63. დამარცხებულთაგან ტყორცნები მხოლოდ კორკოტაძეს წაუვიდა (17 ქულა), რაც წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
დანარჩენი შედეგები: სტუ - "სასოფლო" 82:63 (თამაშის ბედი | და || ნახევრების მიჯნაზე გადაწყდა, რომელიც ტექნიკოსებმა 20:0 მოიგეს). ყველაზე შედეგიანები: ჩიკვილაძე - 25 ქულა (სტუ); ჩაჩანიძე - 20 ქულა ("სასოფლო"), "ბათუმი" - "სამედიცინო" 53:71. ისვენებდა "დინამო".
სატურნირო მდგომარეობა: "არმია" - 1, თსუ, "ენერჯი ინვესტი", შსს, "ქუთაისი" - 3-3, "სოხუმი" - 4, "ბათუმი", "სამედიცინო", სტუ - 7-7, "სასოფლო" - 8, "დინამო" - 9 წაგება.
იანვარში სავარაუდოდ რუსთავში ეროვნული თასი გათამაშდება და ქორქია-საკანდელიძის მემორიალი მოეწყობა, ხოლო XX ეროვნული ჩემპიონატი 4 თებერვალს განახლდება.











ავტორი:  გიორგი შოთაძე


კალენდარი
 
 
ივლისი  2010
 
 
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი