მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2010-12-31
მალე მზეც იმპორტული გვექნება

საახალწლოდ გაჩახჩახებულ ქუჩაში ორნი მიაბიჯებენ - ვანიკო და ზურიკო.
- რა კარგია, რო გნახე, - ემოციას ვერ მალავს ზურიკო, - ვალიკო ხომ არ იცი, რას შვრება.
- ამას წინათ შემხვდა რუსთაველზე, საბაჟოში დაოთხილი გარბოდა.
- რა საქმეზე.
- ვერ გეტყვი, მაგას ხომ თოვლის ბიზნესი აქვს.
- გაგიჟდი, კაცო, მაგის თოვლი ვის რაში სჭირდება.
- თურმე სჭირდებათ, მეზობელ თურქეთში ყიდულობს და შემოაქვს.
- ყიდულობს. - პირი დააღო ვანიკომ, - თოვლი ვითომ ჩვენთან არ იშოვება..
- როგორ არ იშოვება, მაგრამ ეგ თოვლი სარეალიზაციოდ უვარგისია.
- რატომ.
- არაკონკურენტუნარიანია და იმიტომ. ადვილად დნება, მთიდან ჯერ ჟინვალშიც არა გვაქვს ჩამოტანილი და უკვე გამდნარია.
- თურქული არა დნება.
- არა. თურქები მას ევროპული ტექნოლოგიით ამუშავებენ, ამიტომ მათი თოვლი ხრაშუნა და მაღალხარისხიანია.
- კარგი ერთი, - აიწურა ვანიკო, - თოვლიც კარტოფილი ან ნიორი ხომ არ არის, რომ თურქეთიდან და ირანიდან შემოვიტანოთ.
- ასეა და რა ვქნა. საქართველოში ყველაფერი იმპორტულია, მათ შორის თოვლიც .
- მერედა რაში იყენებენ მაგ შენ იმპორტულ თოვლს.
- აიხედე ზევით და დაინახავ, საახალწლო ნათურები, ჭაღები, ნაძვები, თეთრად რომ არის დაფიფქული, შენ ბუნებრივი ხომ არა გგონია. ყველაფერ მაგაში, ჩემო ძამია, თურქული თოვლის მადლი ურევია.
- საახალწლოდ მორთული დედაქალაქი, იცოცხლე, კაი საყურებელია, - დაეთანხმა მეგობარი, - მაგრამ მთავრობას თუ ხალხი მშიერ-მწყურვალი ჰყავს, ზიზილ-პიპილებში ამდენი ფულის გადაყრა სინდის-ნამუსზე არ აწვება.
- შენ რა, ნამუსზე გინდა შეაგდო მთავრობა, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიის ჩემპიონია. ფულის ყრა მაშინ ნახე, როცა მზეც საიმპორტო გაგვიხდება.
- მზეს რაღა დაემართა. - მთლად გადირია ვანიკო, - ახლა არ მითხრა, რუსეთ-ამერიკის გადატვირთული პოლიტიკის შემყურე, მზე თავადაც გადიტვირთა და ინფარქტი აიკიდაო.
- ინფარქტზე რა მოგახსენო, მაგრამ ამ ერთი თვის წინათ სარფიანად რო გაიყიდა, ამაზე უკვე მთელი დუნია აყაყანდა.
- შენ საიდან იცი.
- გაზეთში წავიკითხე. ვიღაც ესპანელს უყიდია, თანაც რომ არ შეედავონ, ნასყიდობის თამასუქი ნოტარიუსით დაუმოწმებია.
- კარგი ერთი, მზის ყიდვა აღარ გამიგია. აბა, თუ მართლა იმ ესპანელისაა, ადგეს და საკუთარი მზე შინ შეიტანოს.
- არა ხარ მართალი, სიმონ, ამ ტიალ ქვეყანაში ზოგს კუნძულიც აქვს ნაყიდი, მაგრამ სახლში კი არ შეაქვს.
- კარგი, ვთქვათ, იმ ესპანელმა მართლა იყიდა მზე, მაგრამ ჩვენ მზის ყურებას ვინ აგვიკრძალავს. ან მზის იმპორტი როგორ წარმოგიდგენია. ვითომ იმხელა მნათობს კონტეინერზე დავუდებთ და საქართველოში ისე შემოვიტანთ.
- არსადაც არ დავუდებთ, მზე ისევ თავის ადგილზე დარჩება, ჩვენ - ჩვენსაზე, უბრალოდ, მისი ამჟამინდელი მესაკუთრისგან ჩვენ წილ მზეს შევისყიდით.
- ჰო, მაგრამ, რომ შეეშალოთ და ქართულის ნაცვლად აფრიკული მზე შემოგვაპარონ, მერე სად გავრბივართ.
- ნათელაშვილი აქ არა გვყავს. მაშინვე სტრასბურგში გაასაჩივრებს და ჩვენს ტრადიციულ მამაპაპურ მზეს უკლებლივ დაგვიბრუნებს.
- ვთქვათ, ეგ საქმეც მოვაგვარეთ, მაგრამ მზის საყიდელ თანხას ვინ მოგვაშავებს.
- მაგისთვის ჩვენი ჩალიჩმაისტერი პრეზიდენტი სააკაშვილია ზედგამოჭრილი. მან თურმე უკვე მოძებნა ინვესტორი, რომელსაც საქართველოში მზეს შემოატანინებს, თვითონ წილში ჩაუჯდება და ჩვენ გადასახადს გადაგვახდევინებს.
- თუ იცი, მზის გადასახადი ცალკე ქვითრით მოგვივა, თუ...
- არა, ახალი წლიდან მასაც დენის, წყლისა და ნაგვის ქვითარში შეიტანენ. საკმარისია ნაგვის ფული არ გადაიხადო და დენთან ერთად მზესაც ჩაგიჭრიან.
- მეც ავდგები და მთვარით ვისარგებლებ.
- მალე აღარც მთვარე იქნება უფასო.
- ეგ ვიღამ გითხრათ.
- სარწმუნო წყაროდან შევიტყვე. სემეკს თურმე მთვარის ტარიფი უკვე გამზადებული აქვს და პარლამენტში შეტანას აპირებს.





















ავტორი:  ოთარ ხუციშვილი


კალენდარი
 
 
მაისი  2010
 
 
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი