მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2010-12-31
დაიჯესტი

"უბერებელი" ამინომჟავები
დედამიწაზე სიცოცხლე ცილების გაჩენით დაიწყო. თავად ცილები კი ამინომჟავებიდან შედგებიან. ისმება კითხვა: როდის და როგორ გაჩნდა პირველი ამინომჟავები. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ძალიან დიდი ხნის წინათ მოხდა. კემბრიამდელი პერიოდის ქანებში, რომელთა ასაკი სამ მილიარდ წელზე მეტია (!), ამერიკელმა მეცნიერებმა ოცდაორი ამინომჟავა აღმოაჩინეს. ყველაზე გასაოცარი მაინც ის არის, რომ განამარხებულ ამინომჟავებს თანამედროვეების ანალოგიური სტრუქტურა აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ხნის მანძილზე ისინი იოტისოდენადაც არ შეცვლილან!

"ყაყაჩოები"... 50 მილიონად
კაიროს მუზეუმიდან ვინსენტ ვან გოგის შედევრი, მხატვრული ტილო "ყაყაჩოები" მოიპარეს.
თავდაპირველად დიდი ჰოლანდიელი მხატვრის სურათის მოძებნა პოლიციას რთულ საქმედ არ მიაჩნდა. როგორც გაირკვა, ნახატის ქრობის დადგენამდე, საგამოფენო დარბაზი მხოლოდ ცხრა კაცმა მოინახულა, მათ შორის ორ-ორმა იტალიელმა და რუსეთელმა, ოთხმა ესპანელმა და ერთმა ეგვიპტელმა ქალიშვილმა სტუდენტმა. თანაც სამართალდამცველებს ეგონათ, რომ გამტაცებლები მუზეუმის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.
აი, სწორედ აქ დაიწყო სიურპრიზები. აღმოჩნდა, რომ გაქურდვის დროს გარე სათვალთვალო კამერები არ მუშაობდნენ: თურმე მუზეუმის მსახურები მათ საერთოდ არ რთავენ მოძველებულობისა და უხარისხობის გამო. იმის გამო, რომ იმ დღეს მუზეუმის შენობაშივე მუზეუმის დაცვის სამსახურმა ადგილზევე მოასწრო ესპანელთა და რუსეთელთა გაჩხრეკა, პოლიცია იტალიელთა ძებნას შეუდგა.
ისინი იმავე დღეს კაიროს საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ეგვიპტეს კულტურის მინისტრმა ფარუკ ჰოსნიმ საზოგადოებრიობას გახარებულმა ამცნო, რომ ფასდაუდებელი ტილო ნაპოვნია... მაგრამ დაკავებულთა ბარგში "ყაყაჩოები" არ აღმოჩნდა. მეორე დღეს გაჭარხლებულმა მინისტრმა ტელევიზიით ბოდიში მოიხადა.
ჯერჯერობით უცნობია მეცხრე მნახველის, ეგვიპტელი სტუდენტი ქალიშვილის ბედი, რომელსაც პოლიცია დღემდე უშედეგოდ დაეძებს.
სხვათა შორის, ვან გოგის "ყაყაჩოები", რომელიც 50 მილიონ დოლარადაა შეფასებული, ერთხელ უკვე მოიპარეს შორეულ 1978 წელს და მის მოძებნას სამართალდამცველებმა ათი წელი მოანდომეს.

როცა ასოები თავისით "ტრიალდებიან"
მსოფლიოში ბავშვების დაახლოებით 10 პროცენტი ცაციაა, რის მიზეზი შეიძლება გენეტიკურიც იყოს (როცა ერთი ან ორივე მშობელი ცაციაა), ან პათოლოგიური, რაც თავის ტვინის უმნიშვნელო დაზიანებებითაა გამოწვეული და ჟანგბადის უკმარისობას უკავშირდება.
გარდა იმისა, რომ ცაცია ბავშვები თავიანთ თანატოლებზე უფრო მგრძნობიარენი არიან, მათ მთელი რიგი წმინდა ტექნიკური ხასიათის სიძნელის დაძლევა უწევთ. ისინი ხშირად ურევენ ისეთ მარტივ მცნებებს, როგორებიცაა "ზევით-ქვევით", "მარჯვნივ-მარცხნივ", "საათის ისრის მიმართულებით და საწინააღმდეგოდ" და ა.შ. ასევე მათ ახასიათებთ "სარკისებურობა" წერისას, ხატვისას, საათზე დროის გარჩევისას. ცალკეული ასოების, ან, სულაც, მთელი მარცვლების ადგილთა გადანაცვლებით მათ სიტყვებით მარჯვნიდან მარცხნივ წაკითხვა შეუძლიათ.
- ნურასდროს ეცდებით ცაციების დაჩქარებას, - ამბობს ფსიქოგენეტიკის კონსულტანტი ვერონიკა პატრინი. - მათ დიდი ფანტაზიის უნარი და კარგად გამოხატული ხატოვანი აზროვნება აქვთ, სამაგიეროდ, ძნელად იმახსოვრებენ ერთმენთთან აზრობრივად დაუკავშირებელ სიტყვებს, გამრავლების ტაბულას.
თავისი წერის განსაკუთრებული მანერა ერთმა ცაცია ბავშვმა ასე დაახასიათა: - რა ვქნა, დედიკო, ასოები თავით ტრიალდებიანო!















კალენდარი
 
 
სექტემბერი  2010
 
 
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი